გეი-წყვილების მონაწილეობით სოციალურმა რეკლამამ საფრანგეთში სკანდალი გამოიწვია

საფრანგეთის მინიმუმ ათმა მერმა გადაწყვიტა ქუჩებიდან ჩამოეხსნა შიდსის შესახებ საინფორმაციო პლაკატები, სადაც გეი წყვილებია გადაღებული. საფრანგეთის მთავრობის კამპანიის ფარგლებში პლაკატები 130-მდე ქალაქს გაეგზავნა, სადაც სხვადასხვა რასის და ასაკისა მამაკაცები არიან გადაღებული. პლაკატები უსაფრთხო სექსისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს. ზოგიერთ მათგანზე წერია: “საყვარელთან, მეგობართან, უცნობთან. სიტუაცია სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. ისევე, როგორც დაცვის სახეობები”.
მერები, რომლებმაც უარი თქვეს პლაკატების გაკვრაზე, რეკლამის მორალურ მხარეზე საუბრობენ. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა მარისოლ ტურენმა განაცხადა, რომ მსგავსი ქცევები მიუღებელია ქალაქის მერებისგან და მათ სასამართლოში ჩივილს დაპირდა.

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსი: 26 ეკონომიურად გაჭირვებული სტუდენტი გრანტს მიიღებს
შემდეგი სტატია(video) დიმიტრი ქუმსიშვილი აწარმოებდა ჩვენს წინააღმდეგ შავ პიარს, რაც კიბერდანაშაულს ახალისებს