“გეი სიყვარულზე ფილმის ჩვენებისას დარბაზში ერთი მამაკაცი მეორეს ხელს სთხოვს“ – სანდრო ბრეგაძე

„ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ირწმუნება, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებაზე გარკვეული ჯგუფები “პროვოკაციის მოწყობას აპირებენ”.
ბრეგაძის ინფორმაციით, ფილმის ჩვენებისას ერთი მამაკაცი მეორეს ხელს სთხოვს.

„ჩემი ინფორმაციით, იქ დაიდგმევა პერფორმანსი, სადაც ერთი მამაკაცი მეორეს ხელს სთხოვს. ეს იქნება კიდევ უფრო დიდი პროვოკაცია. თითოეული ნაბიჯი არის ცნობილი. არ მივცემთ უფლებას, რომ გეიპროპაგადნა იყოს გავრცელებული ქვეყნაში“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

დღეს, ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეარებში ერთდროულად გაიმართება. ფილმის პრემიერა რადიკალური და ჰომოფობიური ჯგუფების პროტესტის ფონზე გაიმართება.

ლევან ვასაძე და “ქართული მარში” პრემიერის ჩაშლითა და კინოთეატრების პიკეტირებით იმუქრებიან. გურამ ფალავანდიშვილი კი აცხადებს, რომ დღეს, 8 ნოემბერს ყველა იმ კინოთეატრთან იქნებიან მობილიზებულები, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართება.

ფილმთან დაკავშირებით საპატრიარქოს ცალსახა დამოკიდებულება აქვს – ეკლესიისთვის კატეგორიულად შეურიგებელია “სოდომური ურთიერთობების” პოპულარიზაცია, თუმცა საპატრიარქო ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ემიჯნებიან ძალადობრივ ქმედებებს.

განსაკუთრებული მობილიზებაა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყება აცხადებს, რომ სამართალდამცავები საზოგადოებრივ წესრიგს დაიცხავენ.

უწყებაში ამბობენ, რომ ფილმის ჩვენებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულებისა და სხვა ნიშნისა. გომელაურის უწყებაში ამბობენ იმასაც, რომ ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

შვედეთის სახელით, ოსკარზე წარდგენილ ფილმზე – “და ჩვენ ვიცეკვეთ”, დასასწრები თბილისის კინო-თეატრების, სამდღიან სეანსებზე დასასწრები, ყველა ბილეთი სრულად გაყიდულია.

banner
წინა სტატიაშიშსს-ში 14:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა
შემდეგი სტატიათუ არ შეგვიშვეს, აწეული ხელებით მაინც შევალთ – გურამ ფალავანდიშვილი