გეგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება-ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს. “თაიმერი” განცხადებას უცველად გთავახოთ:

,,რუსული მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვართმევს სამშობლოს ნაწილს. ეს არის ბრძოლა ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის, ამ ომს თავისი გმირები ჰყავს – იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობენ საკუთარი ოჯახების და ქართული მიწის დაცვას.
დღეს მათ სახლი წაართვეს, რომელიც უკვე ოკუპირებულ 20% -ს მიემატა.
ამ ოჯახებმა ისევ უნდა იცხოვრონ თავიანთ მიწაზე, სადაც ახლა მავთულხლართებს ავლებენ რუსი ჯარისკაცები.
ჩვენი მოვალეობაა მათთან ერთად ვიდგეთ.
ამიტომ გეგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება. აქვე მინდა ვთხოვო ქართულ ბიზნესს – დაეხმარონ იქ მცხოვრებ ადამიანებს.
ქართული კერა არ მოიშლება,
ამ ომს ჩვენ მოვიგებთ,
საქართველო გაერთიანდება!-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.”-ნათქვამია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის- ვლადიმერ კონსტანტინიდის კომენტარი გუგუტიანთკარში მიმიდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაშსს-მ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი