გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაზე გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N14 პენიტენციურ (გეგუთის) დაწესებულებაში covid-19 გავრცელდა და პენიტენციურ სამსახურს დაწესებულების პატიმრები სხვაგან გადაჰყავს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის აშკარა დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს პანიკის გავრცელებას და მსჯავრდებულთა ოჯახების დაშინებას. მოვუწოდებთ მსჯავრდებულების ოჯახებს, არ აყვნენ პანიკას. მედიასაშუალებებს კი მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებისგან.

banner
წინა სტატიაში“ევროპის უნივერსიტეტსა” და LECSA-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: დარწმუნებული ვარ, რა პროცესის დაწყებასაც აპირებს ნიკა მელია, ამ პროცესს ხელს შეუშლის მიხეილ სააკაშვილი თავისი პოლიტიკური შეხედულებებით, თავისი ბეგრაუნდით, თავის წარსულით და დღევანდელობით