14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მცხეთაში დასავლეთიდან, ნარეკვავის მხრიდან შემოსავლელი გზა 15 დღით დაიკეტება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 22 აპრილის 10:00 საათიდან, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ქალაქ მცხეთაში დასავლეთიდან, ნარეკვავის მხრიდან შემოსავლელი გზა 15 დღით დაიკეტება.

მათივე ცნობით, საავტომობილო გადაადგილების ალტერნატიული გზების შესახებ ინფორმაცია დამატებით მიეწოდება საზოგადოებას და ადგილზე განთავსდება დროებითი საგზაო ნიშნები.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ავტოტრანსპორტი მცხეთაში თბილისის მხრიდან შემოვა და ნარეკვავზე არსებულ სუპერმარკეტ ,,მაგნიტამდე” იმოძრავებს, ხოლო მცხეთიდან გასვლა დაუბრკოლებლად შეეძლება. შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტის ბოლო გაჩერება მცხეთის სამედიცინო ცენტრის ტერიტორიის მიმდებარედ გადმოინაცვლებს.

საგზაო სამუშაოებს, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანია ,,ბლექსი გრუპი” განახორციელებს.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 22 აპრილის 00:00-დან 15:00 საათამდე ევროპის მოედნის მიმდებარედ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება
შემდეგი სტატიაირანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რვა ირანელ ქალს სიკვდილით დასჯა ელოდება