კრემლი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის) რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო მიერთებისა და ანექსიის გეგმებს უარყოფს.“სამხრეთ ოსეთში ხელმძღვანელობის ცვლილება არ ნიშნავს რუსეთის მიერ შესაძლო ანექსიას”,_ ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა იმის თქმა, რომ ოკუპირებულ რეგიონში დე ფაქტო ხელმძღვანელობის ცვლილება მიუთითებს რეგიონის ანექსირებაზე რუსეთის მხრიდან – პესკოვმა უპასუხა, რომ “ეს შეუძლებელია”.
გუშინ რუსულმა ოპოზიციურმა გამოცემა “მედუზამ” დაწერა, რომ “მოსკოვი კვლავ ცდილობს სამხრეთ ოსეთის ანექსიაზე”. გამოცემა ამის ერთ-ერთ დასტურად, რეგიონში დე ფაქტო რეჟიმის ხელმძღვანელების ცვლილებას ასახელებდა.















