გეგმავენ ბინძურ პროვოკაციებს… დაიცავით ფიზიკურად ჩემი უდანაშაულო ოჯახი! – სოსო გოგაშვილის მიმართვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი რუსთავის ციხიდან მორიგ განცხადებას ავრცელებს. ის სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკოსებს, მედიასა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მისი ოჯახის დაცვას სთხოვს.

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის დიქტატურის დამყარება ჩემი ოჯახიდან დაიწყო, მარიონეტული მთავრობის ხელის ბიჭები გეგმავენ ჩემი შვილების, ოჯახის და ახლობლების წინააღმდეგ ბინძურ პროვოკაციებს. მივმართავ თხოვნით სახალხო დამცველს, არასამთავროებს, პოლიტიკოსებს, მედიას, დიპლომატიურ კორპუსს – დაიცვან ფიზიკირად ჩემი უდანაშაულო ოჯახი!, – წერს სოსო გოგაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სარჯველაძე ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიადონეცკის ოლქში, ბახმუტთან ბრძოლაში უკრაინელი ჟურნალისტი ალექსანდრ სავოჩენკო დაიღუპა