“გეგმა ხომ არ ექნება სოცმუშაკს, რაც შეიძლება მეტი ბავშვი წაართვას მშობლებს?“ – კვიციანი კილაძეს

„სოციალური მუშაკის კარგი მუშაობა რითი შეფასდება? იმით, რომ ბევრ ბავშვს დაატოვებინებს ოჯახს თუ რაიმე სხვა კრიტერიუმით? -ამ კითხვით მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ემზარ კვიციანმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეს. კილაძე პარლმენტის სხდომაზე.

პარლამენტი ბავშვთა კოდექსს პირველი მოსმენით იხილავს. მომხსენებელი სოფო კილაძეა.

“ისე ხომ არ იქნება ადრე რომ იყო, გეგმა ხომ არ ექნება სოციალურ მუშაკს, რომ ამა და ამ რეგიონში რაც შეიძლება მეტი ბავშვი წაართვას მშობლებს?“ – მიმართა კვიციანმა კილაძეს.

კილაძემ კვიციანს უპასუხა, რომ სოციალურ მუშაკებს ასეთი რამ დავალებული არ ექნებათ.

„ღმერთმა დაგვიფაროს, სოციალურ მუშაკებს გეგმებში გავუწეროთ, რომ მისი მუშაობის სიკარგე გაიზომოს იმით, რაც უფრო მეტ ბავშვს წაართმევს მშობელს. პირიქით, კოდექსში მითითებულია, რომ სოციალური მუშაკისთვის კარგი მუშაობა იქნება ის, თუ რამდენად გააძლიერებენ ისინი ოჯახს,“ – განაცხადა სოფო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიძლიერი სეტყვა თბილისში
შემდეგი სტატიაეროვნული ვალუტა არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა