“გეგმა არის სრული დაუმორჩილებლობა ოცნების რუსულ რეჟიმს საქართველოში” – ხაზარაძე

არის სრული ერთობა იმისათვის, რომ ეს ქვეყანა არ გავატანოთ ბიძინა ივანიშვილს რუსეთში, ეს ნიშნავს, რომ არცერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული უკან, გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა მშვიდობიანი მეთოდით და მიუხედავად იმ პროვოკაციებისა, რომელსაც გეგმავენ, რაღაც სცენარები აქვთ, რის შესახებაც მე რამდენიმე დღის წინ განვაცხადე, რომ მიდის პროვოკაციების დაგეგმვა, გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას, რასაც ვაკეთებდით აქამდე, რომ დავიცვათ ის დაზარალებული, დაჩეხილი ახალგაზრდები ამ კრიმინალების მიერ, რომლებსაც პოლიციის ფორმა აცვიათ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები. ასევე გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რადგანაც ჩვენს ქვეყანაში ივანიშვილი ამყარებს ტერორს და ტერორის დამყარების და რუსეთში საქართველოს შეთრევის უფლებას არ მივცემთ არავის… გეგმა არის ერთი – სრული დაუმორჩილებლობა “ქართული ოცნების” რუსულ რეჟიმს საქართველოში,-განაცხადა კოალიცია “ძლიერი საქართველოსთვის” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციური კოალიციების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიგდდ-ის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი თანამდებობას ტოვებს
შემდეგი სტატია“უკვე ყველა აცნობიერებს, რომ ეს არის ბრძოლა სახელმწიფოებრიობისთვის… გამარჯვება იქნება გარდაუვალი”- ნიკა მელია