გეგელია: საქართველომ მეტი როლი უნდა შეასრულოს ამ რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია აღნიშნავს, რომ საქართველომ უფრო აქტიური როლი უნდა შეასრულოს რეგიონში მშვიდობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.

“საქართველომ მეტი და მეტი როლი უნდა შეასრულოს ამ რეგიონში მშვიდობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში და აუცილებელია, რომ საქართველო გახდეს გამოსავალი პრობლემებიდან, გადაჭრის გზა და ინსტრუმენტი და არა პრობლემების წყარო, როგორც ის ტრადიციულად ყოფილა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. ამიტომ, ამ ფონზე მე ვფიქრობ, რომ მისასალმებელია ეს ცალკეული ძალისხმევა, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ეს არ ხდება ხშირად,“ – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

banner
წინა სტატიაშიგახარია: ვინმეს თუ ჰგონია, მე რაიმე კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენენ
შემდეგი სტატიაზაზა გახელაძის დედა: იქნებ ჩვენს სასიკეთოდ რამე გადაწყდეს