17.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

გეგელია: სანამ ერთი რუსი ჯარისკაცი მაინც დგას საქართველოს ტერიტორიაზე, პირობებზე საუბარი არ იქნება

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. გეგელიას თქმით, ნებისმიერ პირობასა თუ მოდელზე მსჯელობა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების სრული დეოკუპაციის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

„რუსეთის ფედერაციამ პირველყოვლისა უნდა მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების მყისიერი და სრული დეოკუპაცია. ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე დგას, თუნდაც ერთი რუსი ჯარისკაცი და ე.წ. საოკუპაციო ძალები სხვადასხვა სახით, არავითარ პირობებზე საუბარი არ არის გამართლებული ან საინტერესო.

როდესაც მოხდება საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაცია, როდესაც არცერთი ჯარისკაცი არ იდგება საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე, მაშინ არის შესაძლებელი სხვადასხვა პირობებსა და მოდელობაზე საუბარი, რომლითაც მოხდება საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება“, — განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილი: ოპოზიცია ხალხის რეალურ პრობლემებს იგნორირებას უკეთებს
შემდეგი სტატიასეს-ი: საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება