33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

გეგელია: რუსეთი რეგიონში მარცხდება და მალე საქართველოშიც დამარცხდება

“მინდა მივულოცო ბატონ ნიკოლ ფაშინიანს და სრულიად სომეხ ერს ეროვნული ინტერესის დამაჯერებელი გამარჯვება!

რუსეთი დამარცხდა რუმინეთში, მოლდოვაში, უნგრეთში და ახლა უკვე სომხეთშიც! რუსეთი მარცხდება მთელს რეგიონში და მალე დამარცხდება საქართველოშიც “ქართული ოცნების” სამარცხვინო რეჟიმის განდევნით!

გუშინ გაიმარჯვა არამარტო დემოკრატიულმა სომხეთმა, არამედ დემოკრატიულმა საქართველომაც, რადგან ამ ორს ერთმანეთი სჭირდება სასიცოცხლოდ!

სომხეთი, რუმინეთი, მოლდოვა, უნგრეთი – ყველა ეს მაგალითი აჩვენებს, რომ ხალხის დამთრგუნველ უპირატესობას ვერ მოერევა ვერაფერი, ეროვნული ინტერესის სასიკეთოდ დარაზმულ ხალხის ძალას ვერ დაუპირისპირდება ვერცერთი ძლიერი სახელმწიფო, ვერცერთი გაყალბები სისტემა, მას ვერ დაძლევს ვერც პროპაგანდის და სიცრუის სისტემები და ვერც უიმედობა.

ყოველთვის იმარჯვებს ერი, რომელიც მტკიცედ იცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესს. სომხეთის გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, მშვიდობისკენ მიმართული ძალისხმევა და ეროვნული ინტერესების დაცვა არჩევნების გზით იძლევა რეალურ შედეგებს.

გვახარებს რა სომხეთის გამარჯვება, დღეს წუხილით ვიხსენებთ, რომ ანტი~ქართული ოცნების მმართველობის პირობებში

● საქართველომ დაკარგა ყველა რეგიონული უპირატესობა რაც მას ისტორიულად ჰქონდა
● ერევანი გახდა რეგიონის პოლიტიკური ცენტრი, ხოლო თბილისი მაჩანჩალა პერიფერია
● სომხეთმა უმასპინძლა აშშ ვიცე პრეზიდენტს, აშშ სახელმწიფო მდივანს, ევროკავშირის ყველა ლიდერს, ხოლო თბილისი მასპუბ
● სომხებმა აჩვენეს უპირატესობა დემოკრატიის სტანდარტით, პრაგმატული საგარეო პოლიტიკით, საგარეო ინვესტიციების მოზიდვით, მრავალმილიარდიანი ეკონომიკური და პოლიტიკური პაკეტების მიღებით
● ქვეყანა რომელშიც ერთ დროს გამოცხადა თავისუფალი სომხეთი და აზერბაიჯანი, რომელიც იყო ასოცირებული ტრიოს შემოქმედი და სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური ცენტრი, ამ რეჟიმმა გადააქცია მაჩანჩალად, როგორც ასოცირებულ ტრიოში, ასევე სამხრეთ კავკასიაშიც.
● ეს არის ყველა დროის ყველაზე დაბალი და სამარცხვინო მომენტი საქართველოს ისტორიაში.
● ამასობაში, თბილისიდან რამდენიმე საათის გზაზე, მართლაც ამოქმედდა პრაგმატული საგარეო პოლიტიკის, მშვიდობის და კეთილდღეობის მოდელი ფაშინიანის მეთაურობით.

სწორედ ამიტომ, ამაყი ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს და შეუერთდეს უნგრელებს, სომხებს, მოლდოველებს და რუმინელებს ამ დიდ ბრძოლაში ეროვნული ინტერესისა და კაცობრიობის პროგრესული მონაპოვრის დასაცავად!,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია აცხადებს.

banner
წინა სტატიაშინიკოლ ფაშინიანი – სამმხრივი ომის პარტია დამარცხებულია
შემდეგი სტატია„ეგოები ჩაგიცხრებათ და მერე გვიან იქნება“ — სააკაშვილის მიმართვა ოპოზიციას