გეგელია: “ქართული ოცნება” არის რუსეთის მსახური ხელისუფლება

“ლელო საქართველოსთვის” წევრი, გრიგოლ გეგელია ოლიგარქის გუნდს ოკუპანტი რუსეთის პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს – ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კრემლსა და “ოცნებას” შორის ცხად პარალელს ხედავს.

გეგელია საქართველოში “რუსეთის მსახური ხელისუფლების” დასრულების ერთადერთ გზად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხალხის აქტიურ ჩართულობასა და მათ მიერ მიღებულ სწორ არჩევანს მიიჩნევს.

“ქართული ოცნება” არის რუსეთის მსახური ხელისუფლება. რახან ის არის რუსეთის მსახური ხელისუფლება არც მისი ზნე, აზროვნება შეცვლილა. არც მეტი ინტელექტი, სინდისი აქვთ. იგივე პრორუსი არარაობები არიან “ოცნებაში”, როგორიც წინა წლებში იყვნენ. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არავითარი ევროპული კავშირი, მეტი ინტეგრაცია, მეტი მშვიდობა და მეტი კეთილდღეობა არ იქნება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ან შეცვლით ხელისუფლებას წელს, ან ვიქნებით ხან ერთი, ხან მეორე, ხან მესამე რუსული სცენარის ნაწილი. ჩვენ სულ რუსულ სცენაში ვართ. ყველაფერი, რაც ხდება ამ ქვეყანაში და ეს ერთ დღეს ისტორიული ფაქტებით იქნება გამყარებული, ჩვენ დღეს ვცხოვრობთ რუსულ სპეცოპერაციაში. იმისათვის, რომ ეს რუსული კოშმარი დასრულდეს, ერთადერთი რამ უნდა გავაკეთოთ სწორად. ეს არის “ქართული ოცნების” გადარჩევა და გაშვება კრემლისკენ სრული ტემპით, იქ სადაც არის მათი მენტალური ადგილი”, – ამბობს გეგელია.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია ქართული ოცნების მიერ ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაელისაშვილი:ტყუილია, ეს არის უკადრებელი ტყუილი პაპუაშვილისგან