25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

გეგელია: ლარსთან ათობით ათასი რუსი მიაწყდა — ეს რეჟიმი არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს

ეს რეჟიმი არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს, ის ემსახურებოდა რუსეთს და მის ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია აცხადებს.

„ჩვენთვის არაერთი წყაროდან არის ცნობილი, მათ შორის, რუსული ღია წყაროებიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს, მათ შორის, შესაძლო მობილიზაციის გამო, რომელზეც საუბრობს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გამოცემა, Politico. რა თქმა უნდა, ეს არაერთი რისკის შემქმნელია ჩვენი სახელმწიფოსთვის და ჯერ კიდევ, 2021 წელს, „ლელო – ძლიერი საქართველო“ საქართველოს დაცვის აქტში მკაფიოდ მოუწოდებდა რეჟიმს იმისაკენ, რომ კონკრეტული ნაბიჯები ყოფილიყო ამ მიმართულებით გადადგმული, ეს მათ შორის, გულისხმობდა მიგრაციული ნაკადის კონტროლს, სავიზო რეჟიმის გადახედვას, საქართველოს აბსოლუტურად არაადეკვატური სავიზო რეჟიმი აქვს. ეს გულისხმობდა იმ ტიპის მექანიზმების შემოღებას და დაწესებას, რაც თავსებადია საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასთან, ჩვენს დემოგრაფიულ ინტერესებთან და ნამდვილი მშვიდობის ინტერესებთან ქვეყნის შიგნით და საერთოდ, რეგიონში. თუმცა, რუსეთის ვასალმა რეჟიმმა, რომელიც ყოველთვის ემსახურება რუსეთის ფედერაციას და რომელსაც ღიად ციტირებს და აქებს ზახაროვა, სხვა პროპაგანდისტული საშუალებები, ამ რეჟიმმა, არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ეს რეჟიმი არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს, ის ემსახურებოდა რუსეთს და მის ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა გეგელიამ.

banner
წინა სტატიაში“გასალახი იყავი და გაგლახეთ”- სავარაუდო ჯგუფური ფიზიკური ანგარიშსწორება ბათუმში, “კრედო ბანკის” ფილიალში
შემდეგი სტატიაზელენსკი: რუსეთი პასუხს მიიღებს ყველაფრისთვის, რასაც აკეთებს