10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

გეგელია: დარჩიაშვილის ელჩად დანიშვნა მკაფიო სიგნალია, რომ ანტიევროპულობა წარმოადგენს “ოცნების” ურყევ კურსს

“ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ილია დარჩიაშვილის დიდ ბრიტანეთში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად დანიშვნას ეხმაურება.

“ილია დარჩიაშვილის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად დანიშვნა არის ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ კაცი, რომლის პირობებშიც ყველაზე თვალსაჩინოდ დაიწყო ქართული საგარეო პოლიტიკის რღვევა და სპობა, მივლენილია ერთ-ერთ ყველაზე მთავარ და პოლიტიკურად მნიშვნელოვან ევროპულ დედაქალაქში, რომელთანაც “ქართულ ოცნებას” ვითომდა ურთიერთობების გადატვირთვა სურს.

დარჩიაშვილის იქ მივლენა არის მკაფიო სიგნალი იმისა, რომ ის ანტიევროპულობა, რასაც დარჩიაშვილი განასახიერებდა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, არის შენარჩუნებული, წარმოადგენს ამ რეჟიმის უპირობო და ურყევ კურსს და რომ ლონდონშიც ეს კურსი იქნება სწორედ წარგზავნილი საქართველოს დე ფაქტო რეჟიმის სახელით.

ეს არის “ქართული ოცნების” საერთაშორისო პოზიციების კიდევ ერთი დასუსტება და კიდევ ერთი აღიარება, რომ რასაც დარჩიაშვილი განასახიერებდა, რაც ბოჭორიშვილმა განაგრძო და ჩააცემენტა, ეს კურსი არის რეალურად “ქართული ოცნების” ანტიევროპული და ანტიეროვნული საგარეო პოლიტიკური კურსი”, – განაცხადა გეგელიამ.

banner
წინა სტატიაში“გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ მიკედლების პროცედურები შეზღუდა, სიმართლეს არ შეესაბამება”
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ნარკორეალიზაციაში ჩართულ და ხელშემწყობ 108 პირს ბრალი წარუდგინა