გეგა შენგელია “თქვენს წინაშე მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აღებული, რომ ვიყო ჩვენი მუნიციპალიტეტის ღირსეული მერი, ღირსეული წარმომადგენელი თითოეული თქვენგანის”

გეგა შენგელია “თქვენს წინაშე მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აღებული, რომ ვიყო ჩვენი მუნიციპალიტეტის ღირსეული მერი, ღირსეული წარმომადგენელი თითოეული თქვენგანის”

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართული გალა კონცერტის ბოლოს ზუგდიდელებს ახლადარჩეულმა მერმა გიორგი შენგელიამ და და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მიმართეს. ზუგდიდის ახალმა მერმა შეკრებილებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

,,ჩემო ძვირფასო ზუგდიდელებო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, ეს არის ბრწყინვალე დღესასწაული ჩვენი ქვეყნისა, დღე როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ჩვენ ყველა ერთად ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. თქვენს წინაშე მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აღებული, რომ ვიყო ჩვენი მუნიციპალიტეტის ღირსეული მერი, ღირსეული წარმომადგენელი თითოეული თქვენგანის! მე ვიქნები თითოეული ხმისა და ნდობისთვის გამმართლებელი, რომელიც თქვენ ჩემს მიმართ გამოავლინეთ. კიდევ ერთხელ მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე – უკეთეს ზუგდიდს გაუმარჯოს“ – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

თავისუფლების მოედანზე გამართულ გალა კონცერტზე, ზუგდიდელებს – რეზო და ბავშვებმა, ნიკოლშოუმ, ელენე ფოჩხუამ, ჯგუფმა ვაკის პარკმა და ნათია თოდუამ უმღერეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიებები ზუგდიდელებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესთავაზა.

banner
წინა სტატიაშისაიდან აქვს ყოფილ ხელისუფლებას ფული, რა თამაშს თამაშობენ “ოცნება” და ნაციონალები?
შემდეგი სტატია16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს