გეგა გეგეშიძე-ვიღაცას ჩირქის მოცხობა უნდა და ყველაფერი გაირკვევა, მიმდინარეობს გამოძიება

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ხელკეტი მქონია, არც ჯაჭვი, არც დანა, არაფერი მიხმარია და არც არავისთვის ჩამირტყამს. ვიღაცას ჩირქის მოცხობა უნდა და ყველაფერი გაირკვევა, მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ თავს არაფერს არ ვარიდებთ. დაიბარეს ბიჭები და მივიდნენ, დამიბარეს მე და მივალ ადვოკატთან ერთად. ბიულეტინზე ვარ და მივალ, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროში იციან. რატომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავს ვარიდებ რამეს, არ ვიცი. არაფერი არ მაქვს თავის ასარიდებელი”- განაცხადა გეგა გეგეშიძემ.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის დაკითხვის შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს დღეს მიმართა.

2019 წლის 11 იანვარს, ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის გამართული ფინალური შეხვედრისას მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მასობრივი ჩხუბი მოჰყვა. დაპირისპირებაში ჩართულნი იყვნენ როგორც თავად სპორტსმენები, აგრეთვე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშირუსთაველის გამზირი თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება
შემდეგი სტატიაჩაანაცვლებს თუ არა გახარია ბახტაძეს?!-,,ძალიან ბევრი ცვლილება იქნება “