„გედის გადაწყვეტილება გასაგებია იმიტომ, რომ დიდი ხნის განმავლობაში გუნდის შიგნით დაპირისპირება იყო“

ვიცეს-პიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ სასამართლოსა და უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ამ საკითხებზე დისკუსია გრძელდება. თუმცა, ჩუგოშვილი ამბობს, რომ მისთვის გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება გასაგებია და დასძენს, რომ ის საკუთარ გადაწყვეტილებაში თავისუფალია.

„გედის გადაწყვეტილება გასაგებია იმიტომ, რომ საკმაოდ დიდ ხნის განმავლობაში ხედავდით, რომ გუნდის შიგნით დაპირისპირება იყო,“ – ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია, კი ფიქრობს, რომ გუნდის ერთიანობა მრავალხმიანობასთან ერთად უნდა შენარჩუნდეს, თუმცა, დეპუტატის აზრით, ყველაფერი ხვალ დაგეგმილ უმრავლესობის სხდომაზე გადაწყდება.

ქანთარია ფიქრობს, რომ, თუ კონკრეტული ადამიანისთვის მისი პოლიტიკური გუნდი შეუთავსებელია, ის უნდა წავიდეს და ასეთ შემთხვევაში, თავადაც იმავეს იზამდა.

„თუ შიგნით ადამიანი ვეღარ გრძნობს თავს ვერაფრით, ის ბუნებრივია, უნდა წავიდეს და, თუ ამ ზღვრამდე მივედით, მეც იმავეს გავაკეთებ და სხვაც, არ მგონია, რომ ასე მოხდეს,“ – ამბობს ქანთარია.

banner
წინა სტატიაში,,თხილის ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მნიშვნელოვანია დარგის სტიმულირება”
შემდეგი სტატია,,ფოფხაძემ განაცხადა, რომ აქვს ღირებულებითი პრობლემები და გაარკვიეთ, რა ღირებულებებზეა საერთოდ ლაპარაკი”