გედევან ფოფხაძე – სააკაშვილის განცხადებები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დატოვების მცდელობაა

სააკაშვილის განცხადებები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დატოვების მცდელობაა , – ასე ეხმაურება ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი გედევან ფოფხაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

მისი თქმით, ფორმულა – არა „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას და „ოცნება“ დავტოვოთ, 2020 წლის არჩევნებზე აღარ იმუშავებს.

„მიმაჩნია, რომ ყველა განცხადება, რომელიც სააკაშვილის მხრიდან კეთდება, პრაქტიკულად, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დატოვების მცდელობაა. ამომრჩეველი არ დაუშვებს „ნაციონალების“ რევანშს. მიხეილ სააკაშვილი ყველა თავისი განცხადებით ხელს უწყობს საზოგადოებაში იმ ემოციის გაჩენას – არა „ნაცების“ დაბრუნებას და ისევ „ოცნება“ დავტოვოთ. ეს ფორმულა რამდენიმე არჩევნებზე მუშაობდა „ოცნების“ სასარგებლოდ და მიმაჩნია, რომ ახლაც ყველა მისი განცხადება, აქტიური მონაწილეობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში სარგებელს „ქართულ ოცნებას“ აძლევს. მგონია, რომ ეს განცხადებები, საბოლოო ჯამში, არ იქნება აქტუალური“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშიკანდელაკი-იქნებ ყალბი დოკუმენტებიაო – საქართველოს ელჩმა ბერძნული მხარე შოკში ჩააგდო
შემდეგი სტატიაგორის მერი ბაჩალიაშვილის დედაზე თანამშრომლის პოსტს ემიჯნება