გედევან ფოფხაძე რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირების წინასწარ პატიმრობაში დატოვებაზე საუბრობს

ქუთაისში რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირების წინასწარ პატიმრობაში დატოვებას გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე. მისი თქმით, არავინ უნდა ჩათვალოს, რომ საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელი არ არიან ის პირები, ვინც ძალადობა ოფიციალური პირების მიმართ განახორციელა.

„წინასწარი პატიმრობის, როგორც აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების მომხრე ზოგადად არა ვარ და მიმაჩნია, მარტო უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული. მაგრამ, მეორე მხრივ, არავინ არ უნდა ჩათვალოს, რომ საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელი არ არის საჯარო დაწესებულებებისა და ოფიციალური პირების მიმართ განხორციელებული ძალადობა და ზეწოლა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაში16 ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი ბაღდათში
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილს უკრაინელი დეპუტატი უჩივის