გედევან ფოფხაძე “ქართულო ოცნებას” კომპარტიასთან გაიგივებისთვის ბოდიშს უხდის

გედევან ფოფხაძე დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებაზე ბოდიშს იხდის. საუბარია მის განცხადებაზე, როდესაც მან ამ გადაწყვეტილებისთვის მმართველი პარტია კომუნისტებს შეადარა და თქვა, რომ მას „ქართული ოცნების” ნაცვლად კომკავშირი ან კომპარტია უნდა ერქვას.

რაც შეეხება დავით ჭიჭინაძეს, გედევან ფოფხაძე თვლის, რომ დიალოგის რესურსი ჯერ ამოწურული არ არის და მზადყოფნას გამოთქვამს ჭიჭინაძესა და მმართველ გუნდს შორის შუამავლის როლი შეასრულოს.

გედევან ფოფხაძე თვლის, რომ “ქართული ოცნების“ სამდივნოს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს ფორმატში უნდა განიხილონ.

დავით ჭიჭინაძე “ქართულმა ოცნებამ” პარტიიდან გუშინ გარიცხა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მისი კრიტიკა პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ, რომელმაც პრეზიდენტი ტყუილში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშისუს-ი სახალხო დამცველის კანონიერ მოთხოვნას არ ასრულებს- ომბუდსმენის ანგარიში
შემდეგი სტატიასუს-მა 15 სააფთიაქო დაწესებულებაში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა