6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

გედევან ფოფხაძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: ვიდეოში, რაც ვნახეთ, ეს არის ერთმნიშვნელოვნად გაუპატიურება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ პატიმარ გიორგი დავითაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხდარი პოლიტიკური შეკვეთაა.

ფოფხაძის თქმით, როდესაც ხელისუფლებამ ქუჩაში დიქტატურის დამყარება გადაწყვიტა, გამორიცხულია ციხეში დემოკრატია იყოს. მისი შეფასებით, რეჟიმი პროტესტის მონაწილეების დაშინებას ცდილობს.

„ვიდეოში, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს არის ერთმნიშვნელოვნად გაუპატიურება, კითხვის ნიშნები არ არის… პროტესტის მონაწილეებს ეუბნებიან, რომ თუ გექნებათ რამე პრეტენზია, უბრალოდ ციხეში კი არ მოხვდებით, თქვენთვის იქ ჯოჯოხეთის ცხრა სარტყელი იქნება. ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური შეკვეთა, რომელიც რეჟიმს ახასიათებს“, — განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშიტატო გრიგალაშვილი ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონია
შემდეგი სტატიაკალუგინი: ევროკავშირი საქართველოს რუსეთთან დამღუპველი კონფრონტაციისკენ უბიძგებს