გედევან ფოფხაძე მერაბ გაბინაშვილს – თქვენნაირი კანდიდატების მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ ბოლოს მოუღებს

თქვენნაირი კანდიდატების მხარდაჭერა ბოლოს მოუღებს „ქართულ ოცნებას“,–ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მერაბ გაბინაშვილს.

ფოფხაძე დაინტერესდა, რას ფიქრობს გაბინაშვილი 26 მაისისა და 7 ნოემბრის დარბევებზე, ასევე 20 ივნისის მოვლენებზე. კანდიდატმა კი, უპასუხა, რომ შეფასებებს ვერ გააკეთებს.

„საკითხთან დაკავშირებით, გამოძიებები მიმდინარეობს და კომენტარებს და შეფასებებზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხდა გაბინაშვილმა.

ფოფხაძემ მას უთხრა, რომ მოსამართლის მიმართ ცოტა მეტი მოთხოვნა აქვს და მისი აზრი საინტერესოა, ასევე დეპუტატმა განაცხადა, რომ მოსამართლეობის კანდიდატი მხოლოდ სასამართლოს ჭრილში არ უნდა საუბრობდეს.

მან კანდიდატს ჰკითხა, იყო თუ არა სააკაშვილის დროს ჯიბის მართლმსაჯულება და დღეს როგორი მართლმსაჯულება უნდა არსებობდეს.

„მაინტერესებს თქვენი აზრი, დაიცავთ თუ არა ბოლომდე ხალხის ინტერესებს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ, რაზეც გაბინაშვილმა უპასუხა, რომ როგორც მოსამართლე, გარკვეული შეზღუდვები აქვს.

„მე განსაკუთრებული უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი ვარ, როგორც მოსამართლე და შეზღუდვები მაქვს. არანაირ პოლიტიკურ შეფასებას არ ვაპირებ და არ ვაპირებ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ჩემი აზრი დავაფიქსირო“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძის საპასუხოდ გაბინაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” – ევროსასამრთლოს ვერდიქტის შესრულებას ევროსაბჭო შეამოწმებს
შემდეგი სტატიაპატიმრის თვითდაზიანების ფაქტზე, პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს