გედევან ფოფხაძე – მაია მიმინოშვილი „ქართულ ოცნებაში“ ვერავის დაატრენინგებს

დამოუკიდებელი დეპუტატის გედევან ფოფხაძის მოსაზრებით, მაია მიმინოშვილი „ქართულ ოცნებაში“ ვერავის დაატრენინგებს და ახალ სახეებს ვერ შეარჩევს, რადგან ძალოვნების ტესტის გარეშე პოლიტიკოსების შერჩევა არ ხდება.

როგორც ჟურნალისტებს ფოფხაძემ განუცხადა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა, ძალოვნების ტესტია, პოლიტიკურ პროცესში ადამიანების მონაწილეობის თაობაზე.

დეპუტატის ცნობით, თუ ძალოვნები ვინმეზე იტყვიან, რომ არ აწყობთ, ასეთი ადამიანი „ქართულ ოცნებაში“ როგორც პოლიტიკოსი, ვერ მკვიდრდება.

„ეს მოცემულობაა – ძალოვნების ტესტის გარეშე პოლიტიკოსების შერჩევა ვერ ხდება. ძალოვნების ტესტი რა არის? – რასაც ვერასოდეს გავდიოდი და სულ პრობლემა მქონდა. ეს არის ტესტი – ძალოვნების მიმართ მორჩილების, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათი მოთხოვნების უპირობო შემსრულებელი იყოს ის, ვინც უმრავლესობაშია. ეს თანამონაწილეობაა, სარეკომენდაციო ფურცელზე. თუ ძალოვან უწყებებს არ მოსწონხარ, ვერც საკრებულოში მოხვდები და ვერც საპარლამენტო სიაში. ეს ის ტესტია, რომელსაც ღირსებასთან, პატიოსნებასთან და მორალთან საერთო არაფერი არ აქვს. ქვედა რგოლში საქმე უშიშროების აგენტურასთან და მათ ხელის ბიჭებთან გვაქვს. თუ პარლამენტში ამ ტესტს გადიხარ, ხარ მორჩილი და შეკვეთებს შეასრულებ. ამ შემთხვევაში მიმინოშვილი არაფერ შუაშია, არავის არ დაატრენინგებს და ახალ სახეებს არ შესთავაზებს.

რეალობა იქნება, რომ „ქართული ოცნება“ მორჩილ აგრესიულ უმრავლესობას გამოიყვანს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ სტანდარტია. „ქართული ოცნება“ იმ მეთოდებს იღებს და იგივე გზაზე დგას, რაც „ნაციონალებს“ ჰქონდათ. იგივე სტანდარტებს ეძებენ, რომ ხელისუფლების შენარჩუნება შეძლონ”, – განაცხადა ფოფხაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მაია მიმინოშვილი „ქართულ ოცნებაში“ პარტიულ საქმიანობაში, კადრების გადამზადებასა და ტრენინგებში მონაწილეობს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – მაია მიმინოშვილი მაღალი დონის პროფესიონალია და პარტიაში გამოცდილებას გვიზიარებს
შემდეგი სტატია2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება