გედევან ფოფხაძე : „ლევან ყიფიანი გაუგებრობაშია, უნდა ჩამოყალიბდეს, დამნაშავეა, ავანტურაში მონაწილეობდა, თუ კორუფციულ გარიგებაში“

პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ლევან ყიფიანი გაუგებრობაშია მოყოლილი და უნდა ჩამოყალიბდეს, დამნაშავეა, ავანტიურაში იღებდა მონაწილეობას თუ კორუფციულ გარიგებაში.

„ამ ყველაფერმა ისეთი ფორმა უნდა მიიღოს, რომ გავიგოთ, დანაშაულს ვინ ჩადიოდა, დამნაშავე ვინ არის და რეალურად, საქმე რასთან გვაქვს. არსებული ინფორმაციები ამის საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ პირად შთაბეჭდილებაზე ვერაფერს გეტყვით. მგონია, რომ ლევან ყიფიანი ძალიან გაუგებრობაშია მოყოლილი, უნდა ჩამოყალიბდეს, დამნაშავეა, ავანტიურაში იღებდა მონაწილეობას, კორუფციულ გარიგებაში თუ ვიღაცის კორუფციულ გარიგებაში. უნდა ჩამოყალიბდეს და თავისთვის გადაწყვიტოს. ჩემთვის მისი ემოციური მდგომარეობა არაფრის განმსაზღვრელი არ არის, ფაქტობრივი გარემოებები და ის მაინტერესებს, რეალურად, რასთან გვაქვს საქმე.

ბიძინა ივანიშვილის პიროვნებასთან მიმართებით ამ ყველაფერს გამოვრიცხავ, რადგან არალოგიკურია, ადამიანი ჯერ ვიღაცისთვის ქონების დაბრუნებაში მონაწილეობდეს და შემდეგ მის დაშანტაჟებასა და ფინანსური გამორჩენის მცდელობას იწყებდეს. რაც შეეხება იმას, რომ ქვეყანაში შეიძლება კორუფცია იყოს, ამის გამორიცხვის უფლება იმიტომ არ გვაქვს, რომ ეს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დანაშაულია და საფრთხე ყოველთვის შეიძლება იყოს, ვინმემ პირადი ანგარებისთვის თავისი თანამდებობის გამოყენება მოინდომოს. უდანაშაულობის განცდა არავის უნდა ჰქონდეს და იმუნიტეტი არავის უნდა ჰქონდეს, რომ დაცულია. ფარცხალაძეს რაიმეს მე ვუქმნი? რაც საჯარო ინფორმაციაა, ჯერ დაუდასტურებელი მტკიცებულებაა და გამოძიებამ ყველა ის მოქმედება უნდა განახორციელოს, რაც მას კითხვებზე პასუხებს მისცემს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშილევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილის ვერსიას თავდაყირა აყენებს – ბესელია
შემდეგი სტატია(Video) ვანო მერაბიშვილი – კლინიკის დატოვების ახალი ვიდეოკადრები