გედევან ფოფხაძე გიორგი პაპუაშვილს “ენმ”-ის პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. გედევან ფოფხაძემ 3 აგვისტოს ჩაშლილი სხდომა დღეს გამართულ ბრიფინგზე შეაფასა.

დეპუტატის განცხადებით, გიორგი პაპუაშვილი სასამართლოს სხვა წევრების მიმართ შავი PR-ის აგორებას გეგმავს, თუმცა დეტალები გედევან ფოფხაძეს არ დაუზუსტებია.

„ამ შეხვედრამ გიორგი პაპუაშვილი გამოაჩინა პიროვნებად, რომელიც ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და რომლისთვისაც მნიშვნლეოვანია არა სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, არამედ მისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღება. ამდენად, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოდ, უახლოეს მომავალში, საკონსტიტუციო სასამართლოს იმ ნაწილზე, რომელიც არ ემორჩილება გიორგი პაპაუშვილის პოლიტიკურ ნებას. იქნება თავდასხმები, მათ შორის მათი პიროვნული დისკრედიტაციისა და მათ მიმართ შავი PR-ის აგორების მიზნით. ჩვენი ინფორმაციით, ამ თავდასხმების მონაწილე იქნება ყველა ის საინფორმაციო საშუალება, რომელიც ნაციონალური მოძროაბის პოლტიკური დღის წესრიგით ცხოვრობს,“ – აცხადებს გედევან ფოფხაძე.

banner
წინა სტატიაშიდღეს იტალიაში გლოვაა გამოცახდებული
შემდეგი სტატიაკალიფორნიის ნავთობქარხანაში აფეთქება მოხდა