გედევან ფოფხაძე დაჩი ბერაიაზე – გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია, დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს

თუ შენ ჩემთან რამე გინდა, გამოდი გარეთ, – ამ სიტყვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დაჩი ბერაიას მიმართა.

მას შემდეგ რაც გედევან ფოფხაძემ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე სიტყვით გამოსვლა დაასრულა, ბერაიამ მისი მიმართულებით გარკვეული რეპლიკა ისროლა, რასაც ფოფხაძის გაღიზიანება მოჰყვა. კერძოდ, ბერაიამ მას მიმართა, რომ იდეოლოგიით „ნაციონალური მოძრაობის” მხარესაა.

ფოფხაძემ დაჩი ბერაიასთან სცადა მისვლა, თუმცა უშედეგოდ.

„გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია. დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს“, – აღნიშნა ფოფხაძემ სხდომათა დარბაზში.

პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი : დღემდე არ გვქონია პარლამენტი, სადაც უმრავლესობა არის დაკომპლექტებული გოშიებით
შემდეგი სტატიაპლენარულ სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ლურსმანაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ