გედევან ფოფხაძე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან გაიწვია

გედევან ფოფხაძე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გაიწვია, – ამის შესახებ ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება.

„ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დავიკავებ კომიტეტში, ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება ამის გაპროტესტებას არ ვაპირებ. საკითხი არის არა იმის თაობაზე, ვინ სად იქნება, არამედ ის, თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. მე ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ ყველა საკითხზე, მათ შორის კონკრეტულ საკითხზე”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაში“რაღაც ჯგუფმა ჩემთან ომი გადაწყვიტა…”- ბესელია ქრთამთან დაკავშირებით სკანდალურ ბრალდებას პასუხობს
შემდეგი სტატიაკარვების გაშლისას მომხდარი ინციდენტი – შვილმოკლულ მამებს განუცხადეს, რომ სასამართლო გაიმართება