გედევან ფოფხაძეს კორონა ვირუსი დაუდასტურდა

region
ავტ.: region სექტემბერი 13, 2020 12:51

გედევან ფოფხაძეს კორონა ვირუსი დაუდასტურდა

„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” აღმასრულებელ მდივანს, გედევან ფოფხაძეს კოვიდ 19 დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ მაღალი ტემპერატურით შევიდა.

„ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციის შემდგომ, ადასტურებს, რომ პარტიის აღმასრულებელ მდივნის, გედევან ფოფხაძეს” ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა,”-აცხადებენ პარტიაში.

ცნობისთვის, ამავე პარტიის პოლიტიკურ მდივანს ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს კოვიდ19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” ლიდერები ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

region
ავტ.: region სექტემბერი 13, 2020 12:51