GDS-ზე გადაცემები იხურება

ტელეკომპანია GDS-ზე გადაცემა „გვიანი შუადღე“ იხურება. როგორც გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი სალომე არშბა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, დღეს ეთერში ბოლო გადაცემა გადის.

ტელეკომპანიაში ყველა გადაცემის დახურვაა დაგეგმილი, რადგან ტელევიზიიდან 200 თანამშრომელი უკვე გაათავისუფლეს.

არსებული ინფორმაციით, GDS-ზე მხოლოდ სერიალები და მხატვრული ფილმები გავა.

ტელეკომპანია GDS-ზე, საინფორმაცია გადაცემა 20/30 იანვარში დაიხურა. ჟურნალისტებთან ხელშეკრულებები ტელეკომპანიამ მიმდინარე თვის დასაწყისში შეწყვიტა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე პეტრე: ეკლესია და ხელისუფლება ერთად, ძალიან დიდ სკანდალში და შარში გაეხვა
შემდეგი სტატიარუსთავი2-ის ეთერში “კურიერის” ეთერში სპეციალური გამოშვება გავა