GDM-ის გენერალურმა მენეჯერი – „მთავრობას ხელი უდევს პულსზე და საქმის კურსში არიან, რა არის საჭირო ამ ქვეყნის მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე განვითარებისთვის“

მთავრობას ხელი ნამდვილად უდევს პულსზე და საქმის კურსში არიან რა არის საჭირო ამ ქვეყნის მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე განვითარებისთვის, – ამის შესახებ GDM – ის გენერალურმა მენეჯერმა გიორგი შენგელიამ, პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

გიორგი შენგელიას განცხადებით, მთავრობა აქტიურად მუშაობს იმ პრობლემებისა და გამოწვევების მოგვარებისთვის, რომელიც ტურიზმის სექტორს ახასიათებს.

„ყველაზე დიდი გამოწვევა რაც გვაქვს, ეს არის ჩვენი ქვეყნის დივერსიფიცირება იმ პოტენციურ ბაზრებზე, რომლებზეც გვაქვს შანსი, რომ გავხდეთ პოპულარული და უზრუნველვყოთ მაქსიმალურად ამ ნაკადების მოზიდვა საქართველოს მიმართულებით. ერთი მიმართულება, სარეკლამო აქტივობა ამ ქვეყნებში და ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარება გეგმიურად იმისათვის, რომ გარკვეული პერიოდის მიხედვით ტურისტული ინფრასტრუქტურა შეესაბამებოდეს კონკურენტ ქვეყნებს ჩვენს რეგიონში. ჩვენი კონკურენტები არ არიან მხოლოდ მეზობელი ქვეყნები, არამედ ისეთი ევროპული ქვეყნები, როგორიც არის მაგალითად რუმინეთი, სადაც ჩვენ ძირითადად ვიკვეთებით ხოლმე მსოფლიო ბაზარზე კონკურენციის დროს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად, ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურა და მომსახურების სტანდარტი უცხოელი ვიზიტორებისთვის შეესაბამებოდეს ამ ქვეყნებს და ვაჯობოთ კიდეც მათ”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

banner
წინა სტატიაში„შერატონ გრანდის“ გენერალური მენეჯერი პრემიერთან შეხვედრის შემდეგ – საუბარი ეხებოდა დარგის განვითარებას და იმას, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ არა მხოლოდ სექტორის არამედ ქვეყნის წინსვლისთვის
შემდეგი სტატია“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს