GDI: მელაშვილისა და ილიჩოვას საქმის განხილვა განახლდა, პროცესი 13 ოქტომბერს ჩაინიშნა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარისა და წევრის, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმის განხილვა განახლდა. GDI-ის ცნობით, რომელიც მელაშვილისა და ილიჩოვას უფლებებს იცავს, პროცესი 13 ოქტომბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

“ხვალ, 13 ოქტომბერს, 14:00 სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდება საქმის არსებითი განხილვა კარტოგრაფების საქმეზე. როგორც ჩვენთვის ცნობილია, შეიცვალა საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლე და სხდომას, მოსამართლე დალი მეტრეველის ნაცვლად, ნინო ნაჭყებია გაუძღვება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით საქმის არსებითი განხილვის დროს მოსამართლის ცვლილება საქმის არსებითი განხილვის ხელახლა დაწყების საფუძველია”. – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისამნიძე – „რესპუბლიკური პარტია” 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება
შემდეგი სტატიანაცვლიშვილი: უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა უნდა შეიცვალოს