მხრის არეში მრავლობითი დაზიანებებით ჰოსპიტალიზებულია “ხარება” – სპეცრაზმის შეფი “ავერსის” კლინიკაში მაღალტექნოლოგიური გადაუდებელი კვლევებისთვის მიიყვანეს.
“პირველებისთვის” ცნობილი ხდება, რომ ზვიად ხარაზიშვილის დაზიანებები მექანიკური ზემოქმედებით არის გამოწვეული. ამ ამბავს მალავდნენ, მაგრამ “პირველებმა” ჩაწერა ის ექიმი, ვინც გდდ-ს შეფი დაათვალიერა.
“ხარება” ამ დროისთვის გაწერილია, თუმცა თვითმხილველები “პირველებს” უყვებიან, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი კლინიკაში შეიარაღებულ პირებთან ერთად იმყოფებოდა. ერთ-ერთი შეიარაღებული პირი, რომელიც “ხარებას” აცილებდა, იოსებ მარგველაშვილია.