20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

გდდ-ს ყოფილი შეფი ფიქრობს, რომ მისი სპეცრაზმელები “ჩაუშვეს”

„ჩაშვებულია, აბა რა არის. ჩამშვებებს და მაგნაირ ხალხს რა გამოლევს. [შიგნიდან ჩაუშვეს ბიჭები?] ალბათ ახლა თვითონ თბილად იყოს ვინმე და სხვა გაიწიროს, ალბათ ეგეთი რამე გააკეთა ვიღაც არაკაცმა თორე ეგ ბიჭები რა შუაში იყვნენ?
[მირზა კეზევაძე დააკავეს?] არ ვიცი, არ მაქვს ურთიერთობა და არც მაინტერესებს, ნუ მეკითხები მაგ თემაზე.
18 წელი ვიყავი სპეცდანიშნულების რაზმის საბრძოლო დანაყოფის უფროსი, მსგავსი ბრძანება არც ერთ მინისტრს, არც ერთ ხელმძღვანელს ჩემთვის არ მოუცია, ან ვინმე მოკალი, ან ვინმეს სცემეო, კარგად იცით, რამდენი მინისტრი და მთავრობა გამოვიცვალეთ. არც დღეს ყოფილა მსგავსი რამე.
იყო დანაშაული, იყო გადაცდომა? მზად ვარ, პასუხი ვაგო მე პირადად ყველაფერზე. არც მე არ გამიცია მსგავსი ბრძანებები, რომ წაქცეული ეცემა ვინმეს და მსგავსი რამეები, რაც იყო ცუდი, გაეკეთებინათ. არც ჩემთვის არ დაუვალებია არავის. სასიამოვნო მოსასმენი არაა, ამას რომ მეკითხებიან, არაფერი ბრძანება არ ყოფილა.
…იდენტიფიცირება მოხდა, რო? არ ვიცი. „მასკიანი“ ადამიანი… კარგად ხედავდით, როგორ იყვნენ ადამიანები შენიღბული თავის ფორმა-აღჭურვილობით.
…ჩემი პასუხი არის ყველასთან, ჩემი ბიჭების და ჩემი სამშობლოს წინაშეც, მე ჩემი სამშობლო ისე მიყვარს, ტყვიის არ მეშინია და შიშით მე ვერავინ ვერ შემაშინებს. მე წავალ და მე ჩავჯდები თუ ჩემს სამშობლოს სჭირდება, თუ ჩემს ქვეყანას ამით რამე ეშველება და თუ ამ ბიჭებს აღარ შეაწუხებენ.
[თქვენც იყავით საგამოძებო უწყებაში დაბარებული?] არ არის ეგ თქვენი საქმე, თუ დამიბარებენ პრობლემა არ მაქვს მისვლის. მე არაფერი არ დამიშავებია, არც ამ ბიჭებს არაფერი დაუშავებია. ეს ყველამ კარგად იცის, ის კადრები გაქვთ კიდევ თქვენ ყველაფერი გადაღებული“- ამბობს გდდ-ს ყოფილი უფროსი, ზვიად ხარაზიშვილი [ხარება] ტვ პირველთან.
banner
წინა სტატიაში„ამაყი ვარ, რადგან ჩემი შვილის ერთადერთი ‘დანაშაული’ სამშობლოს სიყვარულია“ — ირაკლი ჩხვირკიას დედის ემოციური წერილი სასამართლოდან
შემდეგი სტატიაჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს უპილოტო აპარატებით თავს დაესხნენ