15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

გდდ-ის თანამშრომელი ამტკიცებს, რომ ხაბეიშვილის ცემის საქმეზე ინფორმაციას არ ფლობდა

გდდ-ის თანამშრომელი,  ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილის სასტიკად ცემის საქმეზე ინფორმაციას არ ფლობს, რადგან “ბევრი საქმე ჰქონდა და არ ეცალა, რომ ამ თემით დაინტერესებულიყო“.

თუმცა, სასამართლოს არწმუნებდა, რომ გდდ-ს ყველა თანამშრომელი ძალადობას ემიჯნება და არცერთს არ სურს, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს აწამებდნენ.

ინფორმაციისთვის, სასამართლო პროცესი 24 აპრილს გაგრძელდება. პროკურატურას საქმეზე 2 სპეცრაზმელი ჰყავს გამოსაკითხი, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, მოიყვანენ თუ არა მათ სასამართლო პროცესზე.

შეგახსენებთ, რომ აქციების მსვლელობისას, ლევან ხაბეიშვილს სპეცრაზმელებმა სცემეს. პოლიტიკოსს კლინიკაში გადაყვანაც დასჭირდა. ხაბეიშვილს თავის არეში და სახეზე ძლიერი ცემის კვალი აღენიშნებოდა და უჭირდა გადაადგილება. მომხდარისთვის არავინ დასჯილა.

banner
წინა სტატიაშიკოსოვო ღაზის სექტორში საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების შემადგენლობაში სამხედროების გაგზავნას გეგმავს
შემდეგი სტატიალიბანის პრეზიდენტი ისრაელთან პირდაპირ დიალოგს დათანხმდა