გაზრდილი და ორგანიზებულია ჩვენი ოპოზიციური სპექტრი, რომელმაც ერთ ოთახში შეძლო ძალიან ორგანიზებულად მუშაობა კონკრეტული მიზნისთვის

ვუყურებ, რამდენად ორგანიზებული და გაზრდილია ჩვენი ოპოზიციური სპექტრი, რომელმაც ერთ ოთახში შეძლო ძალიან ორგანიზებულად მუშაობა კონკრეტული მიზნისთვის – აღნიშნული განცხადება, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„ვუყურებ, როგორი ორგანიზებულია ოპოზიცია, რამდენად გაზრდილია ჩვენი ოპოზიციური სპექტრი, რომელმაც ერთ ოთახში შეძლო ძალიან ორგანიზებულად მუშაობა კონკრეტული მიზნისთვის – სამართლიანი არჩევნებისთვის. მინდა გავახსენო საზოგადოებას, სულ ოპოზიციაში ვიყავით და სულ რაღაცას ვითხოვდით, მაგრამ როგორ ვითხოვდით ხოლმე? „გადადექი” – ეს იყო ერთი მარტივი სიტყვა, რომლითაც ხელისუფლებას მივმართავდით. დღეს ოპოზიცია გაერთიანებულია ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზნისკენ, არა „გადადექი”, არამედ მომეცი სამართლიანი თამაშის უფლება.

დაწყებული დეპუტატების ამბოხიდან და გაგრძელებული ჩვენი ინტელექტისთვის შეურაცხმყოფელი სპექტაკლებით, რომ სრულად მაჟორიტარულზე ხომ არ ვიმუშაოთ, ჩემი აზრით ეს დროებითია, რადგან ორგანიზებული, კვალიფიციური ოპოზიცია ძალიან სერიოზულად მუშაობს და დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები გაიაზრებენ იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც დგანან. აქედან დღეს, ხვალ თუ ზეგ, მარტო ერთი გამოსავალი არსებობს, შეურაცხმყოფელ ტყუილში, რომელიც დაიდო პროპორციულზე უარის თქმით, ვერ ვიცხოვრებთ, ეს შეიცვლება, დამიჯერეთ. იმედია, რომ შეიცვლება მალე და იმედია, რომ შეიცვლება კვალიფიციურად“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარც გერმანული, არც ფრანგული, ახალ მოდელს ვეღარ მივიღებთ – ენძელა მაჭავარიანი
შემდეგი სტატიასაარჩევნო სისტემაზე უახლოეს დროში კომპრომისის მიღწევა არარეალისტურია – კარლ ჰარცელი