“გაზპრომთან” მოლაპარაკებები მალე დასრულდება და ხელშეკრულებას ხელი მოეწერება

“გაზპრომთან” მოლაპარაკებები მალე დასრულდება და ხელშეკრულებაც მალე გაფორმდება – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, წერს სააგენტო “აპა”. კალაძის თქმით, ჯერჯერობით ხელშეკრულების გაფორმების თარიღი ცნობილი არ არის, მაგრამ მალე იგეგმება. მან ასევე დაამატა, რომ “გაზპრომსა” და საქართველოს მთავრობას შორის არანაირი პრობლემა არ არის: “ჩვენს შორის არასდროს ყოფილა პრობლემა, მაგრამ არის გარკვეული მემორანდუმი, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად ვანახლებთ და ხელს ვაწერთ” – თქვა კალაძემ, წერს “აპა”.

წყარო

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ლატარიის კომპანია იყიდება
შემდეგი სტატიამამუკა ღლონტს არ ესმის, რატომ ნერვიულობს უცნობი, რომელსაც მაესტროში წილი აღარ აქვს