„გაზპრომთან“ დადებული შეთანხმება კომერციული საიდუმლოებაა – კახი კალაძე

ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „გაზპრომთან“ დადებული შეთანხმება კომერციული საიდუმლოებაა, თუმცა მისი თქმით, თუ იქნება შესაძლებელი, ყველაფერს გააკეთებს, რომ მაქსიმალურად მოხდეს დოკუმენტის გასაჯაროება.

მისი თქმით, გაზპრომთან ხელშეკრულება წლების განმავლობაში ფორმდებოდა, როგორც სააკაშვილის, ისე შევარდნაძის დროს და ის საჯარო არასდროს ყოფილა.

“არასწორი განცხადებები ისმის, თითქოს ხელშეკრულება არის გრიფით „საიდუმლო“. გრიფით „საიდუმლო“ სხვა ხარისხის კომერციულ საიდუმლოებასთან მიმართებაში. თავად საიდუმლოებას რაც შეეხება თქვენ იცით, რომ ყველა ასეთი ტიპის ხელშეკრულება, ნებისმიერ ქვეყანაში არის კომერციული საიდუმლოება. ოკუპანტ სახელმწიფოსთან იგივე ხელშეკრულება წლების განმავლობაში იყო კომერციული საიდუმლოება, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, შევარდნაძის ხელისუფლების დროს ფორმდებოდა ეს ხელშეკრულებები. ექსპერტებთან შეხვედრის დროს ძალიან ბევრი დეტალი გაჟღერდა ამ ხელშეკრულების. მე გაძლევთ პირობას, თუ იქნება შესაძლებელი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამის გასაჯაროება” – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაკმარისად ვილაპარაკე პრეზიდენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან – კალაძე
შემდეგი სტატიაცენტრალურმა სადაზვერვო ბიურომ უცხოპლანეტელებსა და ცივ ომზე გასაიდუმლოებული დოკუმენტები გასაჯაროვა