“გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების გასაჯაროება ქართული მხარის გადასაწყვეტი არ არის – კალაძე

ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ “გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროება ქართული მხარის გადასაწყვეტი არ არის და ეს ორივე მხარის ურთიერთშეთანხმებით უნდა მოხდეს.

„კონკრეტულად ქართული მხარის გადასაწყვეტი არ არის, თუ რა კონკრეტული დეტალები უნდა იყოს გასაჯაროებული. ეს უნდა მოხდეს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. როგორც გითხარით, ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ზოგადად, შემოდის სხვადასხვა წერილი, რომ მაგალითად, უნდა იყოს გასაჯაროებული „სოკარის“ ხელშეკრულება, „შაჰდენიზის“ ხელშეკრულება. მგონია, რომ ეს არასწორია, როგორც ნორმალურ განვითარებულ ქვეყნებში ხდება, ასეთი ხელშეკრულებები არის კომერციული საიდუმლოება“, – განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ „გაზპრომთან“ შეთანხმება უკვე ხელმოწერილია.

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის მიერ მის პარლამენტში დაბარებას, კალაძე აცხადებს:

„ამომწურავი ინფორმაცია იქნა მიწოდებული, რაც ჩვენს მოსახლეობას აინტერესებდა. პოლიტიკურ სპეკულაციებსა და შოუებში მონაწილეობის მიღებას ნამდვილად არ ვაპირებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიევროპულ სასამართლოში კანდიდატურების ჩავარდნა – “ახალი ერთობა-საქართველოსთვის” პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ვეტოზე ვიმსჯელებთ, თუმცა თავისთავად, ვეტოს დადებას უარყოფითად შევაფასებდი – კობახიძე