“გაზპრომთან” და არც სხვა კომპანიასთან ნავთობისა და გაზის კორპორაციის 25 % წილის გასხვისებაზე მოლაპარაკებები არ ყოფილა

“გაზპრომთან” და არც სხვა კომპანიასთან ნავთობისა და გაზის კორპორაციის 25 % წილის გასხვისებაზე პირდაპირი მოლაპარაკებები არ ყოფილა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განუცხადა.

კალაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა “გაზპრომისა” ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე.

“ყოველწლიურად ხდება იმ ხელშეკრულების გაფორმება რომელიც უკვე წლებია, არსებობს. ეს არის ტრანზიტის ხელშეკრულება. კონკრეტულად შინაარს რაც შეეხება, მათი მხრიდან იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გადავიდეთ ფინანსურ ანაზღაურებაზე. ბუნებრივი აირის გატარების საფასურს ჩვენ დღეს ბუნებრივი აირის სახით ვიღებთ, მთლიანი მოცულობის 10%-ს. თუმცა, ჩვენთვის მათი წინადადება მიუღებელია. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები და ყოველთვის დავიცავთ ქვეყნის ინტერესებს. გადაწყვეტილება შეხვედრაზე მიღებული არ ყოფილა, უშედეგოდ დასრულდა შეხვედრა. მათ აქვთ თავიანთი მოსაზრება, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიციები. საკმაოდ მყარად ვდგავართ ჩვენს პოზიციებზე”,- აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ შეხვედრაზე ნავთობისა და გაზის კორპორაციის 25 % წილის გასხვისებაზე არ ყოფილა საუბარი.

“ეს გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, მოხდება ბირჟაზე აქციები განთავსება, პროცესი იქნება გამჭირვალე. პირდაპირი მოლაპარაკებები არც ერთ კომპანიასთან, მათ შორის არც “გაზპრომთან” არ ყოფილა”,-განმარტა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიქართულმა საზოგადოებამ ნათლად აირჩია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზა – მარგველაშვილი
შემდეგი სტატია„საქართველოს პატრიოტებმა“ ნდობის ჯფუფში მათ კანდიდატად ირმა ინაშვილი წარადგინა