“გაზპრომს” ექნება შესაძლებლობა, სომხეთს გაზი ირანის გავლით მიაწოდოს

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, “გაზპრომთან” გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, სომხეთისთვის ირანის გავლით გაზის მიწოდებაზე იყო საუბარი.

კახა კალაძის ინფორმაციით, რეალურად დღეს შესაძლებელია 800 მილიონი კუბური მეტრის დამატებითი მოცულობის გატარება, თუმცა ეს მთლიანად ვერ დააკმაყოფიელბს სომხეთის მოთხოვნას, რადგან საქართველოს გავლით მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირის გატარება ხდება.

“მომდევნო წლების განმავლობაში, გარკვეული ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში “გაზპრომს” ამის შესაძლებლობა ექნება, თუმცა ეს კიდევ უფრო დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“გაზის მარაგის არსებობის დასამტკიცებლად მილიარდობით ინვესტიციაა განსახორციელებელი”
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – “გაზპრომთან” შეთანხმება მიღწეული არ არის