“გაზპრომმა” ანკარასგან “თურქული ნაკადის” პირველი ნებართვა მიიღო

33“გაზპრომმა” ანკარასგან პროექტ “თურქული ნაკადის” განსახორციელებლად საჭირო პირველი ნებართვა მიიღო -ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ჰოლდინგი საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
მოლაპარაკებები “გაზპრომის” ხელმძღავნელს ალექსეი მილერსა და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ბერატ ალბაირაკს შორის გაიმართა. ისინი პროექტის დასაწყებად საჭირო მოსამზადებელი პროცედურების სასწრაფო მოგვარებაზე შეთანხმდნენ. რუსული მხარის განცხადებით, “გაზპრომისათვის” აღნიშნული პროექტის შესახებ ნებართვის გაცემა “კარგი ახალი ამბავია”.

“თურქული ნაკადის” გაზსადენის მშენებლობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება სანკტ-პეტერბურგში ერდოღან-პუტინს შორის გამართულ შეხვედრაზე, 9 აგვისტოს იქნა მიღებული.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში საზოგადოებრივ ადგილებში მასტურბირებისათვის სისხლის სამართლებრივი დევნა გააუქმეს
შემდეგი სტატიაპარიზში გაზის ბალონებით სავსე საეჭვო მანქანა აღმოაჩინეს