,,გაზპრომის,, შემოსავლები კატასტროფულად ეცემა

"გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" განცხადებას ავრცელებსრუსული ენერგოგიგანტისა და რუსეთის ხელისუფლების ეკონომიკური იარაღის – ,,გაზპრომის,, შემოსავლები კატასტროფულად ეცემა, რისი მთავარი მიზეზიც, ექსპერტების განმარტებით, რუსეთის საგარეო პოლიტიკა და ამ პოლიტიკის შედეგად ამერიკისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები გახლავთ.
როგორც lenta.ru ,,გაზპრომის,, მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება, კომპანიის სუფთა მოგებამ, 2017 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (625,425 მილიარდი რუბლი) – 34.8%-თ იკლო და შეადგინა 408,054 მილიარდი რუბლი. ამასთანავე, აქციონერთა მოგება შემცირდა 381,346 მილიარდ რუბლამდე.
იმავე ანგარიშში მოყვანილი მონაცემებით, 2017 წლის 30 ივნისის მონაცემებით, ,,გაზპრომის,, დავალიანებამ 2,92 ტრილიონი რუბლი შეადგინა, რაც 2016 წლის დეკემბრის პერიოდთან შედარებით, ვალის 19% ზრდას ნიშნავს.
banner
წინა სტატიაშიგენერალი რომანენკო: პუტინმა გადაწყვიტა დონბასი დატოვოს
შემდეგი სტატია9-10 სექტემბერს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში გასვლითი ღონისძიება გაიმართება