დიმიტრი ​პესკოვის განცხადებით, პუტინი პირველი იყო, ვინც ზელენსკის სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნება შესთავაზა

რუსეთის მოსახლეობის 72 % საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას კვლავაც მოქმედ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მისცემდა. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამას მოწმობს რუსეთის "საზოგადოებრივი აზრის" მიერ 31-იანვარსა და 1-ელ თებერვალს რუსეთის 64 სუბიექტში ჩატარებული კვლევა, რომლის დროსაც 3000 ადამიანი გამოიკითხა. მანამდე, სულ რამდენიმე დღით ადრე - 25 იანვრის მონაცემებით, პუტინისთვის ხმის მიცემას 70 % აპირებდა. გაიზარდა იმ ადამიანების პროცენტუილი მაჩვენებელი, ვინც რუსეთის მოქმედ პრეზიდენტს ენდობა - 42 %, 25 იანვრის გამოკითხვაში ეს მაჩვენებელი დაბალი იყო - 39 %. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვებში პუტინის შემდეგ პოზიციაზეა რუსეთის ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი, რომლის პრეზიდენტობაც გამოკითხულთა 5 %-ს სურს. მესამე ადგილზეა რუსი კომუნისტების ლიდერი გენადი ზიუგანოვი ხმათა 4 %-ით.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაკავებულია უფრო მნიშვნელოვანი საკითხებით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებაა, – სააგენტო „ტასის“ ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„როგორი რეაგირება ჰქონდა პუტინს? პუტინი პირველი იყო, ვინც ეს შესთავაზა“, – ღიმილით უპასუხა პესკოვმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რა დამოკიდებულება აქვს რუსეთის ლიდერს უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის მიერ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნების მიმართ.

„თქვენ ხედავთ, რით არის დაკავებული პუტინი, ხედავთ მის დღის წესრიგს, სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხები პუტინის დღის წესრიგში პირველი ადგილიდან შორსაა და ადგილს ვერ დაიკავებს“, – აღნიშნა პუტინის პრესმდივანმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი უპირველეს ყოვლისა ქვეყნის პრობლემებით არის დაკავებული.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკის მინისტრის თქმით , „გაზპრომის“ დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება
შემდეგი სტატიაშსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინიციატივით, ახალციხეში ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით შეხვედრა გაიმართა