„გაზპრომის“ კიდევ ერთი მაღალჩინოსანი გარდაცვლილი იპოვეს

რუსეთის ენერგეტიკული კომპანიის „გაზპრომის“ კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, 61 წლის იური ვორონოვი ლენინგრადის ოლქის ვიბორგის რაიონში ერთ-ერთ კოტეჯში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ვორონოვი ლოჯისტიკური კომპანიის „ასტრა შიპინგის“ გენერალური დირექტორია, რომელიც „გაზპრომის“ კონტრაქტებს ასრულებს.

მედიის ინფორმაციით, კაცის ცხედარი საკუთრი სახლის აუზში იპოვეს. მას ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. ახლობლები აცხადებენ, რომ იური ვორონოვმა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო მრავალი კონტრაქტი დაკარგა და დიდი ფინანსური ზარალი განიცადა.

2022 წელს ეს „გაზპრომთან“ დაკავშირებული მაღალჩინოსნის მეოთხე გარდაცვალებაა. ორი მათგანი გარდაცვლილები ლენინგრადის ოლქში აღმოაჩინეს, ხოლო კიდევ ერთი – მოსკოვის ოლქში. მოსკოვთან ახლოს აპრილში გარდაცვლილი იპოვეს „გაზპრომბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი ვლადისლავ ავაევი, ასევე მისი ცოლი და შვილი. გამოძიების ვერსიით, გაკოტრების პირას მყოფმა ავაევმა ოჯახის წევრები მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

banner
წინა სტატიაშირუსული ძალები იზიუმისა და სლოვიანსკის მიმართულებით დაწინაურდნენ – ბრიტანული დაზვერვა
შემდეგი სტატიაოზურგეთის თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა