გაზპრომის ხელმძრვანელობამ გადაწყვიტილება შეცვალა

"გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" განცხადებას ავრცელებს

 

გაზპრომის ხელმძრვანელობამ გადაწყვიტა, გაეუქმებინა ტენდერი 822 კილომეტრიანი გაზსადენის „სილა სიბირის“ (ციმბირის ძალა) მშენებლობაზე, რომელიც 156 მლრდ (2,1 მლრდ დოლარი) რუბლი ჯდება.

გაზპრომის ისტორიაში ეს იყო რეკორდული თანხის ტენდერი, რომელიც გაზპრომმა 30 ნოემბერს გამოაცხადა.

გასულ კვირას გაზისა და ნავთობის სახელმწიფო კორპორაციამ კიდევ ორ ტენდერზე თქვა უარი, რომლებიც ასევე „სილა სიბირის“ 348 კილომეტრიან განშტოებას წარმოადგენდნენ.

7 დეკემბერს, იგორ არტემიევმა, ფედერალური ანტიმონოპულიური სამსახურის უფროსმა წერილი მისწერა გაზპრომის თავმჯდომარეს, ალექსეი მილერს, სადაც მან თავისი პრეტენზიები ჩამოაყალიბა ამ ტენდერის პირობებთან დაკავშირებით. კერძოდ, ანტიმონოპოლიურმა  სამსახურმა საკონკურსო დოკუმენტაციაში ვერ იპოვა საპროექტო დოკუმენტაცია და ჩათვალა, რომ კომპანიამ ზედმეტი მოთხოვნები წაუყენა პრეტენდენტებს.

24 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ არკადი როტენბერგის “Стройгазмонтаж” -მა მოიგო გაზპრომის „სილა სიბირის“ მშენებლობის ყველა ტენდერი, რომელთა თანხა ჯამში შეადგენს 197,7 მლრდ რუბლს – 2,7 მლრდ დოლარს.

2014 წლის მაისში გაზპრომმა და ჩინეთის ნაციონალურმა ნავთობისა და გაზის კორპორაციამ  (China National Petroleum Corporation, CNPC)  ხელი მოაწერეს დიდ ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებდა ჩინეთისთვის რუსული გაზის მიწოდებას 30 წლის განმავლობაში გაზსადენის „სილა სიბირი“ს გამოყენებით.

4 ათასი კილომეტრის გაზსადენის მშენებლობა  2014 წლის სექტემბერში დაიწყო და მისი საშუალო წლიური სიმძლავრე 60 მლრდ კუბომეტრზეა გათვლილი.

 

banner
წინა სტატიაში“დღეს, კვირიკაშვილის მთელი შარმი ღარიბაშვილშია”
შემდეგი სტატიასტიქია განმეორდება და უფრო დიდი მასშტაბის იქნება – თამაზ ელიზბარაშვილი