„გაზპრომის“ ექსპორტი მეოთხედით შემცირდა

მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან 15 აპრილამდე „გაზპრომის“ გაზის ექსპორტმა უცხოეთში 44,6 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 26,4%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ „გაზპრომის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
წინასწარი მონაცემებით, „გაზპრომმა“ ამ პერიოდში 155,9 მილიარდი კუბური მეტრი მოიპოვა, რაც გასულ წელთან შედარებით ნაკლებია. გაიზარდა ჩინეთში გაზის ექსპორტი Power of Siberia გაზსადენით.

Gas Infrastructure Europe-ის ინფორმაციით, ევროპის მიწისქვეშა საწყობებიდან გაზის მოპოვების სეზონი 19 მარტს დასრულდა. ამ დროისთვის მათ 25,2 მილიარდი კუბური მეტრი აქვთ დარჩენილი.

banner
წინა სტატიაშიშოლცს უკრაინის სამხედრო აღჭურვილობისთვის 2 მილიარდი ევროს გამოყოფა სურს
შემდეგი სტატიადასავლეთის სანქციების გამო რუსეთში ახალი ტანკების წარმოება შეჩერებულია – უკრაინის დაზვერვა