„გაზპრომიდან“ საქართველოს საკმარისი ანაზღაურება აქვს იმაში, რა სერვისსაც წევს – ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი ოპოზიციის მოსაზრებას, რომ რუსეთიდან გაზის შემოტანას საქართველო შესაბამისი თანხის არქონის გამო ვერ ახერხებს, რადგან “გაზპრომის“ მიერ მოცემული ფული მხოლოდ რუსეთის საზღვრიდან სომხეთმდე გაზის ტრანპორტირებას ყოფნის, არასწორს უწოდებს. როგორც ჩიქოვანი ამბობს, მიმდინარე წელს რუსეთიდან გაზის შემოტანა იმიტომ არ ხდება, რომ ამ ეტაპზე ჩვენს მოხმარებას აზერბაიჯანიდან შემოტანილი ბუნებრივი აირი სრულიად აკმაყოფილებს.
„ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ ჩვენ თანხით ავიღებთ იმ სერვისის საფასურს, რომელსაც რუსეთს ვუწევთ. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. იმის თქმა, რომ თანხა არ გვყოფნის, არასწორია. ეს არის კონფიდენციალური ხელშეკრულება, რომლის გასაჯაროების უფლება არ გვაქვს, თუმცა საქართველოს აქვს საკმარისი ანაზღაურება იმაში, რა სერვისსაც წევს. რუსეთიდან იმიტომ არ ხდება გაზის შემოტანა, რომ ამ ეტაპზე ჩვენ მოხმარებას აკმაყოფილებს ის გაზი, რომელიც აზერბაიჯანიდან შემოდის ორი მიმართულებით – ეს არის „შაჰ-დენიზის“ კონსორციუმი და „სოკარი“. თუმცა ხელშეკრულებაში გვაქვს ის, რომ თუ დაგვჭირდა დამატებითი მოცულობები პიკური მოხმარების ან ავარიის დროს, შეგვიძლია რუსეთიდან შემოვიტანოთ. თუმცა იმის თქმა, თუ რატომ არ მოგვაქვს რუსეთიდან, მემგონი, არ არის სწორი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბუნებრივი რესურსებისა და წიაღის ეფექტურ გამოყენებაზე მუშაობა იწყება – პრემიერი
შემდეგი სტატიავიწყებთ მომზადებას 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის – პრემიერი