“გაზპრომი” ქართულ კომპანია “გაზკო პლუსს” 100 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის

“გაზპრომი” ქართულ კომპანია “გაზკო პლუსს” მიმდინარე წლის მეორე ნახევარში 100 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის. ამის შესახებ ნათქვამია რუსული ენერგოკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ხელშეკრულებას “გაზპრომის” მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ალექსეი მილერმა და “გაზკო პლუსის” კომერციულმა დირექტორმა გიორგი მამალაძემ სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მოაწერეს ხელი. კონტრაქტი მოქმედების ვადა 2016 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრამდე შემდგომი გახანგრძლივების შესაძლებლობით.

რუსული ენერგოგიგანტის მონაცემებით, 2015 წელს “გაზპრომმა” საქართველოში კომპანია “ჯეოტრანსგაზს” 0,3 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი მიაწოდა.

საქართველოში გაზის ძირითადი მიმწოდებელი აზერბაიჯანია. ამასთან, საქართველო სომხეთში მიწოდებული რუსული გაზის 12 პროცენტს ტრანზიტის სანაცვლოდ იღებს.

banner
წინა სტატიაშიგანათლების მიღების მეორე შესაძლებლობა
შემდეგი სტატიააფრიკელი პროკურორი : ვაფასებთ საქართველოს მთავრობის ჩართულობას საგამოძიებო პროცესში