,,გაზპრომი,, ოკუპირებულ ცხინვალში შედის

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 5, 2017 17:28

,,გაზპრომი,, ოკუპირებულ ცხინვალში შედის

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ენერგოგიგანტი ,,გაზპრომი,, თანახმაა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის გაზიფიკაცია მოახდინოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული რეგიონის გაზიფიკაციის საკითხი ,,გაზპრომის,, ხელმძღვანელ ალექსეი მილერსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შორის გადაწყდება, სადაც რუსული ენერგოკომპანია საკუთარ მოთხოვნებს დააყენებს. მოთხოვნა კი ერთია ,,სამხრეთ ოსეთში გაზის ფასები ჩრდილო ოსეთის ფასებს უნდა გაუტოლდეს,, აცხადებს ცხინვალის ე.წ. პრემიერი ერიკ პუხაევი.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, ოკუპირებული რეგიონის ყოფილი დე-ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი აცხადებდა, რომ ,,გაზპრომი მზად იყო ,,5 წელიწადში ქვეყნის სრული გაზიფიცირება,, მოეხდინა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 5, 2017 17:28

Google სტატისტიკა


3,819
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics